ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ლოჩოშვილმა 82 წუთი ითამაშა - კრემონეზემ ისევ ვერ მოიგო

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სტუმრად „ვერონას“ ესტუმრა და სამწუხაროდ უშანსოდ, 2:0 დამარცხდა.

ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 82 წუთი დაამატა. ლოჩოშვილს დაცვაში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჰქონდა და საერთო ჯამში ცუდად არ უთამაშია, თუმცა მეორე გოლში მისი მცირე ბრალეულობა ალბათ მაინც იკვეთება. საბოლოოდ, კრემონელთა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი 82-ე წუთზე შეცვალა.

მასპინძლებმა ორივე ბურთი პირველ ტაიმში გაიტანეს. ანგარიში მე-9 წუთზე ლაზოვიჩმა გახსნა. 26-ე წუთზე კი სერბმა ფორვარდმა „კრემონეზეს“ კარში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

დარჩენილ დროში სტუმრებმა არაერთი მცდელობის მიუხედავად რეალური საგოლე მომენტის შექმნა და თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს.

17 ტურის შემდეგ, სამწუხაროდ, „კრემონეზე“ სერია A-ში კვლავ მოუგებლად ასპარეზობს. ქართველი ფეხბურთელის გუნდს 7 ფრე და 10 წაგება აქვს, შესაბამისად, კრემონელები 7 ქულით კვლავ ბოლო საფეხურზე იმყოფებიან. ლოჩოშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 იანვარს, სტუმრად „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე: „ჩვენი შეცდომებისგან ვსწავლობთ და ეს იმედს მაძლევს“
მიქაუტაძე: „ჩვენი შეცდომებისგან ვსწავლობთ და ეს იმედს მაძლევს“