“მენიო ღირსეულად შემცვლის“ - ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
Aa
Aa

“მენიო ღირსეულად შემცვლის“ - ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

საფრანგეთის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ კარის დარაჯმა ჰუგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა L’equipe-მა გაავრცელა.

„დგება მომენტი, როდესაც უნდა გაიაზრო როდის გაშალო ხელები და წახვიდე. ყოველთვის ვამბობდი და ვამტკიცებდი, რომ საფრანგეთის ნაკრები არავის ეკუთვნის. ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა.

პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ გუნდი მზადაა ჩემს გარეშე ითამაშოს. არის მეკარე, რომელიც მე ღირსეულად შემცვლის. საუბარი მაიკ მენიოზე მაქვს. მირჩევნია ეს დიდი ისტორია მწვერვალზე დავასრულო და არა ცუდ ფორმაში მყოფმა. მსურს ოჯახთან უფრო მეტი დრო გავატარო.“

შეგახსენებთ, რომ „მამლების“ კაპიტანი ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს. ლორისმა 2008 წლიდან დღემდე საფრანგეთის ნაკრების მაისური ყველა ტურნირზე ერთად 145-ჯერ მოირგო. მისი მონაგარი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, 2021 წელს ერთა ლიგა და 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფოსტით ნარკოტიკი გაუგზავნეს - ვილაშ-ბოაში სკანდალში გაეხვა
ფოსტით ნარკოტიკი გაუგზავნეს - ვილაშ-ბოაში სკანდალში გაეხვა