კარლო ანჩელოტი, კარიმ ბენზემა, იერემი პინო, ხერარდ მორენო
Aa
Aa

ანჩელოტი: „მეტოქემ გვაჯობა და გამარჯვება დაიმსახურა“

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში „ვილიარეალმა“ შინ მადრიდის „რეალი“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძელთა 20 წლის ფორვარდმა იერემი პინომ 47-ე წუთზე გახსნა. მე-60 წუთზე კარიმ ბენზემამ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი „ვილიარეალმა“ სამ წუთში შეაგდო, როცა პენალტი ჟერარ მორენომ გამოიყენა.

კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ სასტარტოში ერთი ესპანელი ფეხბურთელიც არ გაამწესა, რაც „სამეფო კლუბის“ ისტორიაში პირველად მოხდა. მადრიდული კლუბის სასტარტო ასეთი იყო: კურტუა, რუდიგერი, მილიტაო, ალაბა, მენდი, მოდრიჩი, ჩუამენი, კროოსი, ბენზემა, ვინისიუსი, ვალვერდე

კარლო ანჩელოტი: „რთული თამაში იყო, თავი კარგად ვერ დავიცავით, თამაშის სტარტზე შეცდომები დავუშვით და შემდეგ თამაშში დაბრუნება ადვილი არაა. გასული წელის მსგავსად ეს წელიც არ დაგვიწყია კარგად.

მეტოქემ უკეთ ითამაშა. როცა ოპონენტი შენზე უკეთ თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებას იმსახურებს. მარცხი ფიზიკური მომზადების პრობლემებით არ აისხნება, მეორე ტაიმში ვეცადეთ, რომ მაღალი დონის ფეხბურთი გვეჩვენებინა, თამაშის ბოლომდე ვიბრძოდით, თუმცა არ გამოგვივიდა“.

„ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ 38-38 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, თუმცა თუ მე-16 ტურში „ბარსელონა“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ქულას მაინც მოიპოვებს, ერთპიროვნული ლიდერი გახდება. აღნიშნული დაპირისპირება 9 იანვარს გაიმართება, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრობლემა მოგვარდა - რონალდუ და ჯორჯიანა არაბეთში ერთად ცხოვრებას შეძლებენ
პრობლემა მოგვარდა - რონალდუ და ჯორჯიანა არაბეთში ერთად ცხოვრებას შეძლებენ