რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

დისკვალიფიკაცია აქვს, მაგრამ - ლევანდოვსკიმ შესაძლოა ესპანიოლთან ითამაშოს

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. ამ ინფორმაციას „ბლაუგრანას“ პრესსამსახური ავრცელებს და იუწყება, რომ არის შანსი, „ლევა“ „ესპანიოლის“ წინააღმდეგ ვიხილოთ.

„რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა, ხვალინდელ შეხვედრაში ითამაშოს მას შემდეგ, რაც მადრიდულმა სასამართლომ შემაკავებელი ზომები მიიღო დისკვალიფიკაციის წინააღმდეგ, რომელიც სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რობერტს დააკისრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ლევანდოვსკიმ „ოსასუნასთან“ მატჩში წითელი ბარათი მიიღო და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მადრიდის სასამართლომ აღნიშნული სასჯელი პროცესის დასრულებამდე შეაჩერა და საბოლოო ვერდიქტის შემდეგ, შესაძლოა, რობერტს დისკვალიფიკაცია ისევ დააკისრონ.

საინტერესოა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას „ესპანიოლი“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მატჩის დაწყებამდე, 24 საათით ადრე, მსგავსი ქმედებები „უჩვეულოა“. კატალონიურმა კლუბმა დასძინა, რომ იმედი აქვს, რადიკალური ზომების მიღება არ მოუწევს და „ლევა“ მოედანზე არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები