კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ფედერიკო ბერნარდესკი
Aa
Aa

„კარიერის სხვაგვარი დასასრული დაიმსახურა“ - ბერნარდესკი რონალდუზე

ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელიც 28 წლის ასაკში MLS-ის „ტორონტოში“ ასპარეზობს, Twitch-ზე Cronache di spogliatoio-ს არხზე ექს-თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. იტალიელის აზრით, კრიშტიანუ კარიერის სხვაგვარ დასასრულს იმსახურებს. იტალიელი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უმაღლეს დონეზე მოთამაშე ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს და გაიაზროს ის მომენტი, როცა კარიერა უნდა შეწყვიტოს.

„რონალდუს გამო დამწუხრებული ვარ, მან კარიერის განსხვავებული დასასრული დაიმსახურა. რასაც აკეთებდა, აქედან გამომდინარე  მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის. უპირველესად, ადამიანური კუთხით ვამბობ, მის პიროვნებაზე ვწუხვარ.

უმაღლეს დონეზე ფეხბურთელმა უნდა შეწყვიტოს თამაში, როცა ფიქრობს, რომ ეს საუკეთესო მომენტია, მაგრამ საკმარისად ჭკვიანი უნდა იყოს იმის მისახვედრად და გასააზრებლად თუ როდის დგება კარიერის დასრულების მომენტი“.

შეგახსენებთ, „მან. იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, გასულ თვეში კი კლუბი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დატოვა. მუნდიალი რონალდუმ უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარა, ჯგუფური ეტაპის შემდეგ ფერნანდუ სანტუშმა შვეიცარიასთან და მაროკოსთან სასტარტოს მიღმა დატოვა და მხოლოდ შეცვლებზე ათამაშა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ევროპულ კლუბებს რონალდუს მიმართ რეალური ინტერესი არ აქვთ და დიდია იმის შესაძლებლობა, რომ კრიშტიანუმ კარიერა ევროპის მიღმა გააგრძელოს, თუმცა 37 წლის პორტუგალიელს კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშის ამბიცია აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეაპოლს სიამოვნებას ანიჭებს, არ უნდა დათმონ“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
„ნეაპოლს სიამოვნებას ანიჭებს, არ უნდა დათმონ“ - იტალიური მედია ხვიჩაზე