ჩელსი, მილანი
Aa
Aa

ჩელსის 70-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა - მილანს ლეაოში 150 მილიონი სურს

ჯერ სატრანსფერო ფანჯარა არ გახსნილა და გუნდები უკვე აქტიურობენ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიტუაცია რაფაელ ლეაოს გარშემოა შექმნილი. პორტუგალიელ შემტევს „მილანთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გრანდები გააქტიურდნენ. პირველი ქმედითი ნაბიჯი ლონდონის „ჩელსიმ“ გადადგა.

გერმანელი ცნობილი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „არისტოკრატებმა“ „როსონერის“ ლეაოს სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა იტალიურმა კლუბმა აღნიშნულ თანხაზე უარი თქვა და თავისი ფასი დაასახელა. „მილანი“ რაფაელს მხოლოდ 150 მილიონის სანაცვლოდ შეელევა.

პლეტენბერგის ინფორმაციით, ლონდონელებს კონკურენციას ისეთი კლუბები უწევენ, როგორებიც მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან, თუმცა ყველაზე მეტს „ჩელსი“ აქტიურობს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი გარემარბი „მილანს“ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ლეაომ „როსონერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 135-ჯერ მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები