ჟოზე მოურინიო, ჯონ ტერი
Aa
Aa

მოურინიოს ხრიკები - წესი, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცოდა

ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჯონ ტერიმ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და საინტერესო ისტორია გაიხსენა. ტერის მიხედვით, „განსაკუთრებულმა“ აღმოაჩინა წესი, რომლის დახმარებითაც, „არისტოკრატებს“ დროის მოგება და სასურველ შედეგთან მიახლოება შეეძლოთ.

„წესის მიხედვით, თუ შენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ორი მცველი შეეცდებოდა თამაშს და ნახტომის შემდეგ, ორივე წაიქცეოდა, სავალდებულო არ იყო, მოედნიდან ორივე გასულიყო. მატჩების ბოლო 10-15 წუთში, მე და გარი კეჰილი ერთმანეთს ვეჯახებოდით, ვიქცეოდით და მსაჯი ვერ გვაიძულებდა, მოედანი დაგვეტოვებინა.

ამ წესის შესახებ არაფერი ვიცოდით. ერთ-ერთი შეხვედრისას, 1:0-ს ვიგებდით, ბოლო 10 წუთი იყო და მეტოქემ ჩვენს საჯარიმოში ჩააწოდა. ბურთი მოვიგერიეთ და დავინახე, რომ გარი წაიქცა, რის შემდეგაც მეც იგივე გავაკეთე. რამდენიმე წამის შემდეგ, ავდექი და მსაჯი მეუბნება, რომ მოედანი უნდა დავტოვო და თამაშში მისი ნიშნის შემდეგ ჩავერთო. ვუთხარი, რომ წესების მიხედვით ასე არ იყო და შეეძლო, ეს გვერდითა არბიტრთან გადაემოწმებინა. ჩემი სიტყვები გაითვალისწინა და წამების შემდეგ მითხრა, რომ მართალი ვიყავი და მოედანზე დარჩენა შემეძლო“.

როგორც მოგეხსენებათ, როცა ფეხბურთელი იქცევა და მათ დასახმარებლად მინდორზე სამედიცინო შტაბის წევრები გამოდიან, ფეხბურთელებს მსაჯის მითითების გამო, მოედნის დატოვება უწევთ და თამაშში არბიტრის ნიშნის შემდეგ ბრუნდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები