მამუკელაშვილის 3 ქულა და 4 მოხსნა - მილუოკი სან ანტონიოსთან დამარცხდა
გამთენიისას NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ „სან ანტონიოს“ ესტუმრა და 111:93 დამარცხდა.
მამუკელაშვილმა შეხვედრაში 08:28 წუთი ითამაშა და მისი მონაგარი 3 ქულა, 4 მოხსნა იყო.
სტუმართა შორის 21 ქულით ჯევონ კარტერი გამოირჩა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ბობი პორტისს - 16 ქულა, 12 მოხსნა.
მასპინძელთა მხრიდან 29 ქულა ჰქონდა კელდონ ჯონსონს, 22 დევინ ვასელს.
აღსანიშნავია, რომ „ბაქსს“ შეხვედრაში ერთბაშად 6 მოთამაშე აკლდა, მათ შორის იანის ანტეტოკუნმპოც.
„მილუოკი“ მარცხის მიუხედავად აღმოსავლეთ კონფერენციას 10 მოგებითა და 2 წაგებით ლიდერობს. „სან ანტონიო“ კი დასავლეთში 6 გამარჯვებითა და 7 მარცხით მე-9 ადგილზეა.