გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

შეხვედრა აგენტებთან - ვალენსიამ გოჩოლეიშვილის ტრანსფერზე პირველი ნაბიჯი გადადგა

„ვალენსიას“ ტექნიკური დირექტორი, მიგელ ანხელ კორონა დღეს დილით გიორგი მამარდაშვილის აღმომჩენს, ანტონიო ლოპესს და Khalena Sport Management-ის წარმომადგენლებს შეხვდა. გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მხარეებმა „ვალენსიაში“ გიორგი გოჩოლეიშვილის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს.

სააგენტოს ცნობით, „ღამურებში“ 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი დროის ამბავია და შეთანხმების განხორციელების შანსებს ისიც ზრდის, რომ „ვალენსიას“ „საბურთალოსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გოჩოლეიშვილი თავდაპირველად „ვალენსიას“ დუბლებში ითამაშებს, თუმცა ძირითად გუნდში დაწინაურების პერსპექტივით. ესპანურ მედიაში მიგელ ანხელ კორონას მსგავსი გარიგებების ექსპერტად მოიაზრებენ და მამარდაშვილის ტრანსფერის ისტორიას იხსენებენ, რომლის მიხედვითაც „ღამურებმა“ ქართველი მეკარე თავდაპირველად მესამე გუნდში სათამაშოდ იყიდეს, დღეს კი ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის მშრალი მატჩი - ვალენსიამ ბეტისს მოუგო
მამარდაშვილის მშრალი მატჩი - ვალენსიამ ბეტისს მოუგო