ლივერპული, ბარსელონა, დორტმუნდი, იუსუფა მუკოკო
Aa
Aa

ბარსას კონკურენტი გამოუჩნდა - მუკოკოსთვის ლივერპულიც იბრძოლებს

მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს, იუსუფა მუკოკო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. „დორტმუნდის“ ამომავალი ვარსკვლავის გადაბირებით „ბარსელონა“ ინტერესდება და ამ საკითხზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს.

გამოცემა SPORT ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა ტალანტით პირადად იურგენ კლოპი ინტერესდება და მის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა აქ ერთი პრობლემა იჩენს თავს.

„ლივერპულს“ მუკოკოს გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს. იუსუფას კონტრაქტი 2023 წლის ივნისში უმთავრდება, თუმცა „დორტმუნდი“ ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს და ასეთ შემთხვევაში ჯერჯერობით უცნობია, თუ რას იზამს მერსისაიდული გრანდი.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი შემტევი „დორტმუნდის“ მთავარ გუნდში 2020 წლიდან ასპარეზობს. 2020 წლიდან დღემდე, მუკოკომ „ბორუსიას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 57-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერზე ითამაშებს - პირველი მეტოქე ცნობილია
ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერზე ითამაშებს - პირველი მეტოქე ცნობილია