კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ცუდი საღამო იყო. თითქმის ყველა დუელი წავაგეთ“ - ანჩელოტი რაიოსთან მარცხზე

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში, მადრიდის „რეალი“ სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდა და ლა ლიგაში პირველი მარცხი იგემა.

ანჩელოტის გუნდმა მეტოქე ორი გოლი გაუტანა, თუმცა საპასუხოდ საკუთარ კარში 3 ბურთი მიიღო და საბოლოოდ 3:2 დამარცხდა. ამის გამო, „რეალმა“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილშიც დაკარგა ლიდერობა და „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ:

ვიცოდით, რომ მეტოქე ასე ითამაშებდა. სამწუხაროდ, ისინი დუელებში უფრო ხშირად იმარჯვებდნენ. ცუდი საღამო იყო, სულ ესაა. სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეგვეცვალა, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა და შესაბამისი ფასიც გადავიხადეთ. თითქმის ყველა დუელი წავაგეთ.

ვინისიუსმა ვერ განახორციელა ის ორი და სამი პუნტქტი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებს-ხოლმე. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი.

არ მგონია, რომ ეს მარცხი მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდებოდეს. შესაბამის კონდიციებში არ ვიყავით, რადგან ბევრი მატჩის გამართვა მოგვიწია, მუხტი დაგვაკლდა. ლიდერობის დაკარგვით ნამდვილად იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ლა ლიგა ძალიან გრძელი ტურნირია.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვართ და ლა ლიგის მოსაგებად ვიბრძვით. ახლა კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ „კადისთან“, შემდეგ კი დავისვენოთ და უფრო ძლიერები დავბრუნდეთ.

„რეალი“ ლა ლიგაში მომდევნო შეხვედრას შაბათს, საკუთარ მოედანზე „კადისის“ წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი გუნდი მუნდიალის შესვენებაზე გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოუტინიოს გარეშე - ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის
კოუტინიოს გარეშე - ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის