ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

კლოპი და ლივერპული შეთანხმდნენ - ბელინგემი ენფილდზე?

„ლივერპული“ მზადაა ჯუდ ბელინგემის ტრანსფერისთვის დაახლოებით 100 მილიონი ევრო დახარჯოს.

Sport Bild-ის ცნობით, იურგენ კლოპი და „ლივერპულის“ ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა გამოიყენონ, რათა ბელინგემი იყიდონ.

წყაროს ცნობით, „ლივერპულის“ მფლობელები გერმანელი სპეციალისტის მოსაზრებას იზიარებენ და მზად არიან 19 წლის ფეხბურთელზე დაახლოებით 100 მილიონი ევრო დახარჯონ.

როგორც ცნობილია, ბელინგემის შეძენას „სიტი“, „რეალი“ და „ჩელსიც“ ცდილობენ. „დორტმუნდი“ კი მის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

დიდი ალბათობით, გადამწყვეტ როლს ფეხბურთელის არჩევანი ითამაშებს. აქამდე იწერებოდა, რომ ბელინგემის სიმპათიები მადრიდის „რეალისკენ“ იხრებოდა.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ნახევარმცველმა „ბორუსიას“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფეხბურთით შეშლილი ქალაქი დაიპყრო“ - CNN-ის სტატია ხვიჩაზე
“ფეხბურთით შეშლილი ქალაქი დაიპყრო“ - CNN-ის სტატია ხვიჩაზე