ბარსელონა, ინტერი
Aa
Aa

ჩავი: “ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის სასტიკია“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ბარსელონამ“ „ინტერს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და „ბლაუგრანამ“ ჯგუფიდან გასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მატჩის შემდეგ, ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩავი:

„ნეგატიური.. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის სასტიკია. თუ "ბარსელონას" "ინტერის" დამარცხება არ შეუძლია, ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნას არ იმსახურებს. მეორე ტაიმში საშინელი შეცდომები დავუშვით. პირველი ტაიმი კარგი იყო. მკაფიოდ ვთამაშობდით და ყველაფერი კარგად მიდიოდა. გოლი ძალიან ცუდი შეცდომის შედეგად გავუშვით. მეორეც ზუსტად ასეთ სიტუაციაში.. „ბაიერნთან“ და „ინტერთან“ პირველი მატჩები სასტიკი იყო, მაგრამ აქ საქმე გამარჯვებას ეხება.

თუ გინდა გაიმარჯვო მოედნის ყველა მონაკვეთში კარგად უნდა ითამაშო. ახლა საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ ვართ და სიტუაცია საკმაოდ რთულია. ახლა ვალდებულები ვართ ლა ლიგაზე გადავერთოთ და „ელ კლასიკოზე“ ვიფიქროთ, რადგან ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული გახდა.

"ფეხბურთი შეცდომების თამაშია და ჩვენ ყოველთვის უნდა შევამციროთ ისინი. რეალურად, თავს კარგად არ ვიცავდით. პირველ ტაიმში იდეალური ინტენსივობა გვქონდა, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ. დავუშვით შეცდომები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ძვირად ფასობს. წელს, გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია და ასეთ დროს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაში ძნელია. „ინტერი“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, მე ტაქტიკურად კარგად ვმუშაობ, მაგრამ წაგებული პირადი დუელები ძვირად დაგვიჯდა. განსაკუთრებით დაცვაში..“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება. „ინტერს“ კი 7 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მოგვევლინა. პირველ საფეხურზე 12 ქულით „ბაიერნია.“

იმ შემთხვევაში, თუ „ინტერი“ დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთს მაინც მოიგებს, „ბარსელონა“ ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული მატჩი კამპ ნოუზე - ბარსელონამ და ინტერმა ქულები გაიყვეს
დიდებული მატჩი კამპ ნოუზე - ბარსელონამ და ინტერმა ქულები გაიყვეს