ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს მაგარი თამაში - ბორდომ ლავალი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი გათამაშების მორიგ ტურში სტუმრად „ლავალს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 გაიმარჯვა.

იმის მიუხედავად, რომ გუნდებს შორის სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის დიდი სხვაობაა, სტუმრებს გამარჯვების მოპოვება გაუჭირდათ და რომ არა მსაჯის უხეში შეცდომა, დიდი ალბათობით შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა.

„ბორდომ“ თამაში აქტიურად დაიწყო და უკვე მე-5 წუთზე მაჟას გოლით დაწინაურებაც შეძლო. თუმცა, გაშვებული გოლის შემდეგ თითქმის მთელი ტაიმის განმავლობაში მასპინძლები აქტიურად უტევდნენ და ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ჰქონდათ, თუმცა სტუმრების მეკარის კარგი თამაშით და მცირე გამართლებითაც, ბორდოელები შესვენებაზე გამარჯვებულები გავიდნენ.

„ლავალმა“ მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო და ამ აქტიურობამ შედეგი 56-ე წუთზე გამოიღო. ბორდოს კარში გოლი მაჯიოტიმ გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

გაშვებული გოლის შემდეგ „ბორდო“ გამოფხიზლდა და აქცენტი არა კარის დაცვაზე, არამედ გოლის გატანაზე გადაიტანეს. უნდა აღინიშნოს ზურიკო დავითაშვილის ეფექტური თამაშიც, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში არ გაჩერებულა და თავისი გუნდის შემადგენლობიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. საბოლოოდ, ქართველმა შემტევმა თავისი კარგი თამაში 69-ე წუთზე დააგვირგვინა. 21 წლის ფეხბურთელმა ჯერ მოედნის ცენტრში შემოგვთავაზა სოლორეიდი, შემდეგ კი ფლანგიდან შეძლო რამდენიმე მცველის ჩამოტოვება და საბოლოოდ, „ლავალის“ საჯარიმოში ქუსლით გაკეთებული პასით თანაგუნდელ ელისს გაატანინა.

გოლიდან მალევე წუთში მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რაც აშკარად არასწორი გადაწყვეტილება იყო.

ასეა თუ ისე, „ბორდომ“ ლიგა 2-ში მე-6 თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობაც დაიბრუნა.

ზურიკოს ყველა ეპიზოდი ლავალთან:

დავითაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე გიორგი მიქაუტაძის „მეცთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები