კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

კლუბის სახელს თავისთვის იყენებენ - რეალი მბაპესა და ჰოლანდის ქცევით უკმაყოფილოა

ერლინგ ჰოლანდის მამის ბოლო სიტყვებმა მადრიდის „რეალში" უკმაყოფილება გამოიწვია.

Marca-ს ცნობით, „რეალი“ დაიღალა იმით, რომ მესამე მხარეები კლუბს საკუთარი სარგებლისთვის იყენებენ.

ერთი კვირის წინ კილიან მბაპემ სხვადასხვა ინტერვიუში ორჯერ ახსენა „რეალი" და არ გამორიცხა, რომ მომავალში მადრიდულ გრანდში ითამაშოს. შემდეგ ერლინგ ჰოლანდის მამამ „ბლანკოსზე“ ისაუბრა. ალფ-ინგე ჰოლანდმა თქვა, რომ „რეალი“ მისი შვილის პრიორიტეტულ სიაში „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნის“ შემდეგ მესამე ადგილზე იყო.

Marca-ს ცნობით, „რეალში" ყველა, კლუბის ხელმძღვანელობით დაწყებული, ასეთი საუბრებით დაიღალნენ. ისინი მიუღებლად მიიჩნევენ, რომ მბაპე და ჰოლანდი, ისევე როგორც სხვა მოთამაშეები, საუბრობენ მადრიდის „რეალზე“, რათა თავიანთი საქმე გაიკეთონ. ასე უყურებენ კლუბში ფეხბურთელების და მათი წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ბოლო დროს კეთდება.

მადრიდელთა ხელმძღვანელებს არ სურთ კლუბის სახელის გამოყენება. „რეალს" ჰალანდის შეძენას გეგმავდა მას შემდეგ, რაც მოთამაშის მამა და აგენტი მინო რაიოლა კლუბის ბაზას ეწვივნენ.

წყარო აღნიშნავს, რომ ნორვეგიელის გარემოცვამ ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად გაახმაურა. სხვები მსგავსად არ მოქცეულან. ამ ფაქტის შემდეგ, „რეალმა“ ჰოლანდის წარმომადგენლებთან ვიზიტები მინიმუმამდე დაიყვანა და მისი შეძენის ვარიანტიც ნელ-ნელა გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ESPN: რონალდუ მუნდიალის 32 ვარსკვლავს შორის პოსტერზე არ იქნება
ESPN: რონალდუ მუნდიალის 32 ვარსკვლავს შორის პოსტერზე არ იქნება