ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

„მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდიდნენ“ - რატომ არ წავიდა აზაროვი MLS-ში

„დინამო ბათუმის“ პრესსამსახური, ბესი ჩიბურდანიძე „Podcast Batumi • პოდკასტ ბათუმი“-ის სტუმარი გახლდათ. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები სრულ გადაცემას ხუთშაბათს, 19:00-ზე იხილავენ, მანამდე კი „Podcast Batumi • პოდკასტ ბათუმი“-ის ფეისბუქ გვერდზე მოკლე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც აჭარული კლუბის წარმომადგენელი ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე საუბრობს.

„სრული აბსურდია, თითქოს შარშან ტრაბზონი აზაროვის სანაცვლოდ 1.5 მილიონს იხდიდა და მათ, ვინც ამას ამბობს, წარმოდგენა არ აქვთ, რეალურად რა მოხდა. აზაროვთან მიმართებით ვიტყვი, რომ მისით MLS-ის კლუბი იყო დაინტერესებული. კანზას სიტი სოლიდურ თანხას იხდიდა, მაგრამ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა, რადგან ქართული ფეხბურთის მამებმა და ნაკრების მესვეურებმა გვთხოვეს, ეს არ გაგვეკეთებინა.

გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში კი თამაშობდნენ, მაგრამ იმ დროს ჩამოყალიბებული ფეხბურთელები იყვნენ. აშშ-ში აზაროვი არ გაფუჭდებოდა, მაგრამ ფეხბურთში ვერ მოუმატებდა, ვერ გაიზრდებოდა და მიზეზი სწორედ ეს იყო. ტრაბზონს რაც შეეხება, იყო საუბარი, რომ დიდ თანხას იხდიდნენ, მაგრამ ადგილზე ჩასულებს საერთოდ სხვა ფურცელი დაგვახვედრეს“.


შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და თბილისურ კლუბში 2018/19 წლებში გამოდიოდა. 2020 წელს 20 წლის ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა და კლუბში 2 წელი გაატარა. მიმდინარე წლის აგვისტოდან კი მომდევნო 5 წლის განმავლობაში „ცრვენა ზვეზდას“ ღირსებას დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცი კაენთან დამარცხდა - მიქაუტაძემ 87 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო
მეცი კაენთან დამარცხდა - მიქაუტაძემ 87 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო