რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

სტოიჩკოვი: „ლევანდოვსკი ბევრ გოლს გაიტანს და მეტოქეებისთვის თავის ტკივილი იქნება“

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა. ბულგარელის თქმით, „ლევა“ მეტოქეებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და „ბლაუგრანას“ მაისურით ბევრ გოლის გაიტანს.

„ძალიანი ბედნიერი ვარ, ბარსელონამ ლევანდოვსკი რომ გაიფორმა. მას გოლების გატანა შესანიშნავად გამოსდის და გუნდს განსხვავებულ მახასიათებლებს სძენს. საუბარი მაქვს, როგორც მეტოქის საჯარიმოში ლევას მოქმედებებზე, ისე მის მიღმაც. ლევანდოვსკი ბევრს მოძრაობს და დიდ სამუშაოს ასრულებს.

მას რეალის წინააღმდეგ პოკერი აქვს შესრულებული და ვნახოთ, ისინი სიცილის ხასიათზე კიდევ თუ იქნებიან. ბარსელონას შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ, ლა ლიგის მოგება შეგვიძლია. რობერტი ბევრ გოლს გაიტანს და მეტოქეებისთვის დიდი თავის ტკივილი იქნება. კონკურენციას რაც შეეხება, ლევანდოვსკი ზედმეტად გამოცდილი ვეტერანია, რათა ეჭვიანი იყოს და რამდენიმე ფეხბურთელს მამად ერგება“.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნში“ 8 სეზონში ლევანდოვსკიმ 375 მატჩში 344 გოლი გაიტანა და 72 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ბარსელონამ“ პოლონელი უკვე წარადგინა და „ლევამ“ განაცხადა, რომ ლა ლიგაში თამაში ყოველთვის უნდოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca-ს ვარაუდი - მამარდაშვილი დორტმუნდთან ძირითად შემადგენლობაში იქნება
Marca-ს ვარაუდი - მამარდაშვილი დორტმუნდთან ძირითად შემადგენლობაში იქნება