კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუს წარმომადგენლებმა სიმეონე დაარწმუნეს - კრიშტიანუ მაინც წავა?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით საუბარი არ წყდება. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა და ამჯერად, მისი და „ატლეტიკოს“ შესახებ საუბრობენ.

AS-ის ცნობით, რონალდუს წარმომადგენლებმა დიეგო სიმეონე და მისი გუნდი გარიგების გაჩარხვის აუცილებლობაში დაარწმუნეს. „როხიბლანკო“ კრიშტიანუს კანდიდატურას აქტიურად განიხილავს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

როგორც ირკვევა, რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში მადრიდში უახლოეს დღეებში ჩაფრინდება და დეტალებზე იმსჯელებს. ხელფასი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ეს ფაქტორი ტრანსფერის გაჩარხვის შანსებს მკვეთრად ამცირებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რონალდუს „სპორტინგში“ დაბრუნებაზე დაიწერა, რომელიც მისი მშობლიური კლუბი გახლავთ, მაგრამ პორტუგალიელმა ყველაფერი უარყო. ცნობისთვის, „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა, ერიკ ტენ ჰაგმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ რონალდუ მისი სამომავლო გეგმების ნაწილია და კლუბი კრიშტიანუს გაშვებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca-ს ვარაუდი - მამარდაშვილი დორტმუნდთან ძირითად შემადგენლობაში იქნება
Marca-ს ვარაუდი - მამარდაშვილი დორტმუნდთან ძირითად შემადგენლობაში იქნება