რობერტ ლევანდოვსკი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

კარგი ამბავი ბარსას ქომაგთათვის - ლევანდოვსკი და ბერნარდუ სილვა კამპ ნოუზე

ცნობილმა ჟურნალისტებმა, ფაბრიციო რომანომ და ფლორიან პლატენბერგმა „ბარსელონას“ ქომაგთათვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელეს. ამ ზაფხულს, „ბლაუგრანა“ სერიოზულად გაძლიერდება და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ რობერტ ლევანდოვსკისა და ბერნარდუ სილვას გადაიბირებს.

პლატენბერგის ცნობით, ორივე კლუბს სურს, რომ პოლონელის ტრანსფერი ამ უქმეებზე დახუროს. „ლევას“ არ უნდა, „ბაიერნის" წინასასეზონო ტურნეში მონაწილეობა მიიღოს და „ბარსაში“ გადასვლაზეა ორიენტირებული. რომანოს თქმით, კატალონიელები ოფიციალურ წინადადებას უახლოეს საათებში გააკეთებენ. მხარეებს პირდაპირი მოლაპარაკებები აქვთ, რომელშიც ლევანდოვსკის აგენტი, პინი ზაჰავიცაა ჩართული. პოლონელმა მოითხოვა, რომ „ბარსელონაში“ გადასვლის უფლება, რაც შეიძლება, სწრაფად მისცენ.

ბერნარდუ სილვას რაც შეეხება, ჟერარდ რომეროს თქმით, „ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტისთან“ სატრანსფერო თანხა შეათანხმა. კატალონიელები 80 მილიონ ევროზე ნაკლებს გადაიხდიან და ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსა“, რომელსაც სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ფინანსური პრობლემები ჰქონდა, სერიოზულად ძლიერდება. „ბლაუგრანამ“ ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 10 პროცენტი გაყიდა და შესაძლოა, ეს რიცხვი 25 პროცენტამდე გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილი: ,,დინამო უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია
ჭიაბრიშვილი: ,,დინამო უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია"