პსჟ, ნასერ ალ ხელაიფი, ლუიშ კამპუში
Aa
Aa

პსჟ-მ დაადასტურა - ალ-ხელაიფის მრჩეველი კამპუში გახდა

პსჟ-ს პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის საფეხბურთო მრჩევლად პორტუგალიელი ლუიშ კამპუში დაინიშნა.

კამპუშმა პარიზული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი და კლუბის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. კამპუში საქმიანობის დაწყებას მოუთმენლად ელის. პსჟ ლეონარდომ დატოვა, მის ფუნქციებს კამპუში შეასრულებს.

ლიგა 1-ის ჩემპიონში მისვლამდე ლუიშ კამპუში ვიგოს ''სელტაში'' სტრატეგიულ მრჩევლად მუშაობდა.

2012-13 წლებში, როცა ჟოზე მოურინიო მადრიდის ''რეალის'' მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ლუიშ კამპუში ''სამეფო კლუბის'' სკაუტი და ანალიტიკოსი იყო. 2013 წელს კამპუშმა მადრიდული კლუბი დატოვა. შემდგომში სპორტული დირექტორის პოსტზე ''მონაკოსა'' (2013-16) და ''ლილიში'' (2017-20) მუშაობდა, პსჟ-ში მისვლამდე კი ''სელტაში'' მოღვაწეობდა.

აღსანიშნავია, რომ კამპუშს ფრანგულ ფეხბურთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ''მონაკოსა'' და ''ლილიში'' 3-3 წელი გაატარა. კამპუშის სურვილი პსჟ-ში ჟოზე მოურინიოს მიწვევა იყო, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ''რომას'' დატოვებაზე უარი განაცხადა, ''განსაკუთრებული'' ''ჯალოროსიში'' რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომეუ: „მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 500 მილიონი კლუბს გადაარჩენს
რომეუ: „მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 500 მილიონი კლუბს გადაარჩენს"