დარვინ ნუნიესი, სადიო მანე, ბენფიკა
Aa
Aa

45 მილიონი მანეს სანაცვლოდ - მიღებული თანხით ლივერპული ნუნესს იყიდის

„ლივერპული“ ელოდება, რომ „ბაიერნი“ სადიო მანეს სანაცვლოდ 40 მილიონზე მეტს გადაიხდის.

The Telegraph-ის ცნობით, ინგლისური კლუბი თვლის, რომ გარემარბი, რომლის კონტრაქტი მათთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში, 40 მილიონზე მეტი ღირს (დაახლოებით 45 მილიონი ევრო). „მერსისაიდელთა“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ „ბაიერნი“ მოთხოვნებს შეასრულებს.

„ლივერპული“ მანეს გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენებას „ბენფიკას“ თავდამსხმელის დარვინ ნუნესის შესაძენად გეგმავს. როგორც კი სადიოს „ბაიერნში" ტრანსფერი დასრულდება, ინგლისური კლუბი 22 წლის თავდამსხმელზე ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულმა“ მანეს შესახებ „ბაიერნის“ ორი წინადადება უარყო. მიუნხენურმა კლუბმა გარემარბისთვის 35 მილიონი ევრო გაამზადა, თუმცა „წითლებმა“ ეს არ მიიღეს.

როგორც ცნობილია, კლოპი თანახმაა მანეს შეელიოს. ამას კლუბიც გააკეთებს, თუ ისინი 45 მილიონ ევროს მიიღებენ.

გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულის“ რიგებში ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლმა ყველა დროის 3 საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი დაასახელა
სანიოლმა ყველა დროის 3 საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი დაასახელა