პოლ პოგბა
Aa
Aa

GDS: პოგბამ და იუვენტუსმა შეთანხმებას მიაღწიეს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პოლ პოგბამ და ტურინის „იუვენტუსმა“ შეთანხმებას მიაღწიეს.

წყაროს ცნობით, ხელშეკრულების დეტალები უკვე შეთანხმებულია და ახალი სეზონიდან ფრანგი „ბებერ ქალბატონს“ დაუბრუნდება.

როგორც ირკვევა, მხარეებმა 3-წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს. პოგბა წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს და ჯამში ხელშეკრულების თანახმად მისი ხელფასი 30 მილიონი იქნება. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მხარეები კიდევ ერთხელ დაილაპარაკებენ.

პოგბას მიმართ ინტერესს პსჟ-ც იჩენდა, თუმცა ფრანგმა მაინც ნაცნობ გარემოში დაბრუნება არჩია.

როგორ ჩაიშალა პოგბას ტრანსფერი სიტიში

The Times-ის ცნობით, პოგბამ პირადი კონტრაქტის პირობებზე „სიტისთან“ რამდენიმე კვირის წინ მოილაპარაკა და მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებოდა, რომ არა ერთი გარემოება...

პოგბამ საბოლოოდ გადაიფიქრა, რადგან თვლიდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრები მის ცხოვრებას მანჩესტერში აუტანელს გახდიდნენ.

წყაროს ცნობით, პოგბამ „ქალაქელებს“ ორი კვირის წინ განუცხადა, რომ თუ ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს, კარიერას პრემიერ ლიგის ფარგლებს მიღმა გააგრძელებდა.

ამრიგად, ყოველ მხრივ შეთანხმებული ტრანსფერი პოგბამ „იუნაიტედის“ ქომაგების მხრიდან მოსალოდნელი რისხვის გამო ჩაშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პერესმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ მბაპე რეალში აღარ გადავა
პერესმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ მბაპე რეალში აღარ გადავა