ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, რონალდ კუმანი
Aa
Aa

სტატისტიკა: „ბარსაში“ დებიუტის შემდეგ კუმანს ჩავიზე უკეთესი სტარტი ჰქონდა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი კლუბში სასტარტო პერიოდს რონალდ კუმანზე უარესად ატარებს.

გავლენიანმა ესპანურმა სააგენტო Marca-მ „ბარსელონაში“ საწყისი 32 მატჩის შედეგები დაითვალა, სადაც გამოჩნდა, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს ჩავიზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა.

პირველ 32 მატჩში ჩავიმ 17 შეხვედრა მოიგო, 8-ჯერ ფრედ ითამაშა, 7 შემთხვევაში კი დამარცხა.

კუმანის შედეგი საწყის 32 მატჩში კი ასეთია: 21 გამარჯვება, 5 ფრე, 6 წაგება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის გადადებულ მატჩში საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოსთან“ 0:1 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ ისტორიის განმავლობაში „ბლაუგრანამ“ „კამპ ნოუზე“ ზედიზედ 3 მატჩი პირველად წააგო. „რაიო ვალეკანომდე“ ჩავის გუნდი ჯერ კადისთან ასევე 0:1 დამარცხდა, მანამდე კი ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „აინტრახტთან“ მატჩი 2:3 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონამ დე იონგს ფასი დაადო
ბარსელონამ დე იონგს ფასი დაადო