Aa
Aa

"თევზი ყოველთვის პირის გავლით კვდება" - სიმეონე სიტისთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში განმეორებითი დაპირისპირებების დროა. მადრიდის „ატლეტიკო“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „როხიბლანკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.

სიმეონე:

„მე ყოველთვის ერთ რამეს ვამბობ. დიდი ხანია აქ ვარ და ჩემს არცერთ კოლეგაზე ცუდად არ მისაუბრია. ყოველთვის ვცდილობ სხვა მწვრთნელებთან ახლოს ვიყო და ჩემი სათქმელი მათ „ატლეტიკოს“ თამაშით ვუთხრა.

ერთხელ მამაჩემმა თქვა: „თევზი ყოველთვის პირის გავლით კვდება.“ - ეს არის უბრალო გამონათქვამი და ასეთი რამის თქმა ნებისმიერს შეუძლია. ვიმეორებ, ჩემს კოლეგაზე ცუდად არასდროს ვილაპარაკებ.

ტაქტიკას დიდად არ შევცვლით. იმას გავაკეთებთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით. ვეცდებით, ყველაფერი 90 წუთში დამთავრდეს. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი კონტრ-შეტევები უფრო სწრაფი იყოს და საჯარიმოში მკვლელის ინსტიქტით ვითამაშოთ. იმედი მაქვს, ჩემს ფეხბურთელებს ფანტასტიკური ღამე ექნებათ და თავიანთ შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენენ. საფეხბურთო სტადიონზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მანჩესტერში გაიმართა და „სიტიმ“ კევინ დე ბრუინის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. მომავალი დაპირისპირება 13 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები