სიმეონე: ''მან. სიტის თამაშის ყურება სასიამოვნოა, რთული მატჩი იყო''
Aa
Aa

სიმეონე: ''მან. სიტის თამაშის ყურება სასიამოვნოა, რთული მატჩი იყო''

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ''მან. სიტიმ'' ''ეტიჰადზე'' მადრიდის ''ატლეტიკო'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე ფილ ფოდენის საგოლე პასით კევინ დე ბრუინმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფოდენი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო და ორ წუთში შესანიშნავი გადაცემა შეასრულა.

მატჩის შემდეგ ''ატლეტიკოს'' მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა:

''ეს ძალიან რთული მატჩი იყო.  მათ სამი შესანიშნავი მოთამაშე მოედნიდან გაიყვანეს და სამი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშში ჩართეს. ვაღიარებ, ვფიქრობდი, რომ ფოდენს სასტარტოში ვიხილავდი. ვაღიარებ, ''მან. სიტის'' თამაში სასიამოვნო საყურებელია. მეტოქე მოთმინებით თამაშობდა, მოთმინება გამოავლინა, თუმცა ორივე გუნდის მიზანი ერთი იყო, გამარჯვება.

''მან. სიტის'' უმაღლესი დონის მწვრთნელი ჰყავს, რომლის გუნდში ასევე უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ.  ჩვენი მიზანი თავის დაცვა და კონტრშეტევებზე თამაში იყო, თუმცა დღეს ეს ვერ შევძელით''.

საპასუხო შეხვედრა 13 აპრილს ''ვანდე მეტროპოლიტანოზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები