„სიტიში ჩვენზე კარგი ფეხბურთელები თამაშობენ“ - დიეგო სიმეონე
Aa
Aa

„სიტიში ჩვენზე კარგი ფეხბურთელები თამაშობენ“ - დიეგო სიმეონე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

თამაშის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, „როხიბლანკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:

„ყველაზე მეტად, რაც „სიტიში“ მომწონს არის გზები, თუ როგორ იბრუნებენ დაკარგულ ბურთს. ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას კი სტერლინგი და დე ბრუინი ახდენენ. მათი მოედანზე გადაადგილება და პრესინგი ყველასთვის მისაბაძია. ისინი არასდროს ფიქრობენ, რომ ბურთი შეიძლება დაიკარგოს. ეს არის ის ეთიკა და გაწეული სამუშაო, რომელზეც ნებისმიერი მწვრთნელი ოცნებობს.

გუარდიოლას არაჩვეულებრივი მოთამაშეები ჰყავს. რეალურად კი „სიტიში“ ჩვენზე კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები, შემადგენლობის სიძლიერის გამო „სიტი“ და „ბაიერნი“ არიან, თუმცა შარშანაც ასე იყო, მაგრამ „ჩელსიმ“ გუნდური სულისკვეთებით ყველას აჯობა“, - აღნიშნა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირება „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის 5 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენფიკა VS ლივერპული - მატჩის წინ
ბენფიკა VS ლივერპული - მატჩის წინ