FIFA THE BEST | ვილი სანიოლის არჩევანი ცნობილია
Aa
Aa

FIFA THE BEST | ვილი სანიოლის არჩევანი ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ციურიცხში 2021 წლის The Best-ის დაჯილდოება გაიმართა. კორონავირუსის გამო ცერემონია დახურულ კარს მიღმა შედგა.

განსხვავებით ოქროს ბურთისგან, FIFA-მ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და გერდ მიულერის რეკორდი დაამხო.  პოლონელმა თავდამსხმელმა ხსენებული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.

საბოლოო გამარჯვებულის ვინაობას ექსპერტების, გულშემატკივრისა და ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების ხმებმა გამოარკვია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის არჩევანი კი იყო ასეთი:

საუკეთესო ფეხბურთელი: 1. ქარიმ ბენზემა 2. რობერტ ლევანდოვსკი 3. კილიან მბაპე

საუკეთესო მწვრთნელი: 1. რობერტო მანჩინი 2. ჰანს ფლიკი 3. თომას ტუხელი

საინტერესოა, რომ მწვრთნელების კატეგორიაში ფრანგი სპეციალისტისა და ჩვენი ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას მოსაზრება სრულად დაემთხვა.

დაჯილდოების ცერემონია 17 იანვარს, შვეიცარიის ყველაზე დიდი ქალაქიდან, პირდაპირ ეთერში მსოფლიოს არაერთ ქალაქში გადაიცემოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე: ,,როდესაც მილანში ჩავდივარ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში
კალაძე: ,,როდესაც მილანში ჩავდივარ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში"