გოლების წვიმა ლევერკუზენში - დორტმუნდმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა
Aa
Aa

გოლების წვიმა ლევერკუზენში - დორტმუნდმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა

ბუნდესლიგის მე-4 ტურში ლევერკუზენის „ბაიერმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა. შეხვედრა დრამატულად წარიმართა და უმძიმეს ბრძოლაში „დორტმუნდმა“ 4:3 გაიმარჯვა.

მატჩის მიმდინარეობისას სცენარი რამდენჯერმე შეიცვალა. მე-9 წუთზე ვირტსმა მასპინძლები დააწინაურა. ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანდმა 37-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, თუმცა ტაიმის მიწურულს შიკმა საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდი აქტიურობდა და გულშემატკივრებმა გოლების წვიმა იხილეს. იულიან ბრანდტმა 49-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 55-ე წუთზე დიაბიმ „ბაიერი“ კვლავ დააწინაურა.

სტუმრები მარცხს არ ეგუებოდნენ და ზეწოლას ზრდიდნენ. 71-ე წუთზე რაფაელ გერეირომ 3:3 დააფიქსირა, ხოლო 77-ე წუთზე ჰოლანდმა პენალტის ნიშნულიდან დუბლი შეასრულა და „დორტმუნდს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები