მედლების გარეშე - საქართველოს ნაკრები ბრაზილიასთან დამარცხდა
Aa
Aa

მედლების გარეშე - საქართველოს ნაკრები ბრაზილიასთან დამარცხდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ქართველმა ფალავნებმა ბრაზილიელთა წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს და 1:4 დამარცხდნენ.

ტატამზე პირველი ეთერ ლიპარტელიანი გავიდა და ნაშიმენტოსთან წააგო. ჩვენი ნაკრების მხრიდან ანგარიში ნუგზარ ტატალაშვილმა გაათანაბრა და ედუარდო ბარბოსას სძლია. ტატალაშვილის შემდეგ მარიამ ჭანტურიამ იჭიდავა და მარია პორტელასთან დამარცხდა.

ბრაზილიის ნაკრებმა ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა და პორტელოს შემდეგ მაჩედომ და სუზამ იმარჯვეს. ამრიგად, საქართველოს ნაკრები ბრინჯაოსთვის ბრძოლას გამოეთიშა, ბრაზილია კი ასპარეზობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველოს დელეგაციამ მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები