რონალდო: „მოგებული მატჩების შემდეგ გართობა მიყვარდა. პრობლემა ის იყო, რომ სულ ვიგებდით
Aa
Aa

რონალდო: „მოგებული მატჩების შემდეგ გართობა მიყვარდა. პრობლემა ის იყო, რომ სულ ვიგებდით"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ Movistar+-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარი კარიერის შესახებ ისაუბრა. „ფენომენო“ „რეალში“ გატარებულ წლებსაც შეეხო და საინტერესო ისტორია გაიხსენა.

„რეალში კარგი დრო გავატარე. მადრიდი ფეხბურთის სათამაშოდ და საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქია. გართობისადმი ჩემი სიყვარულისა და ჩემი წვეულებების შესახებ ბევრი ლეგენდა დადის, მაგრამ ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. შესაძლოა, რამდენჯერმე ნორმას გადავაჭარბე, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა და საკუთარ სხეულს ყოველთვის ვუფრთხილდებოდი.

დიახ, მოგებული მატჩების შემდეგ გართობა და გამარჯვების აღნიშვნა ძალიან მიყვარდა. პრობლემა კი ის იყო, რომ ყოველთვის ვიგებდით... მახსოვს, ფლორენტინომ ჩემს სახლთან თავისი პირადი დაცვის წევრების დაყენებაც სცადა, რათა შევეჩერებინე და წვეულება არ გამემართა, მაგრამ მათ გვერდი უპრობლემოდ ავუარე და რამდენიმე მათგანი შემოგვიერთდა კიდეც“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2002-07 წლებში იცავდა. „რეალის“ მაისურით მან 127 შეხვედრა ჩაატარა და 83 გოლის გატანა მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები