უცნობი ისტორია: ''მოურინიომ სიკვდილისგან მიხსნა''
Aa
Aa

უცნობი ისტორია: ''მოურინიომ სიკვდილისგან მიხსნა''

1986 წელს, როცა ჟოზე მოურინიო პორტუგალიურ ''კომერსიუ ი ინდუსტრიაში'' თამაშობდა, თანაგუნდელი სიკვდილისგან იხსნა. ამასთან დაკავშირებით მოურინიოს შესახებ გამოცემულ წიგნში (Behind the Special One, from the origin to the glory) ვკითხულობთ, რომელიც ჟურნალისტმა ნიკოლას ვილამ დაწერა.

მოურინიოს ყოფილი თანაგუნდელი დე ვარჯიშზე მოვიდა და როცა მანქანას პარკინგზე აყენებდა, ავტომობილი მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა. მოურინიომ ინსტინქტურად იმოქმედა და ვიდრე ბენზინის ავზს ცეცხლი წაეკიდებოდა და აფეთქდებოდა, ჟოზემ თანაგუნდელი მანქანიდან გადმოათრია.

წიგნში დე იხსენებს: ''მან სიკვდილისგან მიხსნა.''

კლუბის პრეზიდენტი ფერნანდუ ლაჟე ამბობს: ''მისი ქმედება გმირული იყო.''

ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელის კარიერა 1987 წელს ხსენებულ ''კომერსიუ ი ინდუსტრიაში'' დაასრულა. მან ასევე ითამაშა ''რიუ ავეში'' (1980-82), ''ბელენენსესში'' (1982-83) და ''სესიმბრაში'' (1983-85).

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიოს შესახებ დაწერილი წიგნიდან კიდევ ერთი უცნობი უფაქტის შესახებ გიამბეთ. წიგნში მისი ყოფილი მრჩეველი ჟორჟე ბაიდეკი იხსენებს: ''2004 წელს მოურინიო ''ლივერპულში'' უნდა წასულიყო. ''ლივერპულის'' აღმასრულებელი დირექტორი რიკ პერი იყო, ის მუშაობდა ინგლისური კლუბის ტრანსფერებზე და მასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ინგლისურმა კლუბმა გვთხოვა, რომ კიდევ 15 დღე მოგვეცადა, როცა ჟერარ ულიე ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.''

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო ''ლივერპულში'' გადასვლასთან ახლოს იყო, მისი გადაბირებით ''ჩელსი'' დაინტერესდა, ''არისტოკრატებმა'' პორტუგალიელს აზრი შეაცვლევინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები