გომეშის შემხედვარე ორიემ ლოცვა დაიწყო - შემზარავი ტრავმა და ფეხბურთელთა გამოხმაურება
„ევერტონისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაში უმძიმესი კადრები ვიხილეთ. ანდრე გომეშმა საზარელი ტრავმა მიიღო.
პორტუგალიელს ჰონ მინ სონმა უკნიდან ვარდნა გაუკეთა, გომეში წაიქცა, გვერდით მყოფმა სერჟ ორიემ კი მას შემთხვევით ფეხი დააბიჯა და კოჭი მოტეხა.
კადრები მართლაც უმძიმესი სანახავი იყო.
Jamie Carragher leapt to the defence of Heung-Min Son and Serge Aurier following the horrific injury to Andre Gomes in the draw between Tottenham and Everton on Sunday pic.twitter.com/yh2wfGKL92
— ChuksKamzy Inverter Solar Technologies (@ElochukwuEngr) November 3, 2019
ფეხბურთელებმა მოედანზე დიდი სტრესი განიცადეს. აგონიაში მყოფი გომეშის შემხედვარე ორიემ ლოცვა დაიწყო.
მატჩის შემდეგ ინციდენტზე პრესასთან დელე ალიმ ისაუბრა:
“ამ შეჯახების დროს ახლოს ვიყავი და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდი მას. რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ გომეშს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო.
სონი თავს განადგურებულად გრძნობს. ის ტიროდა, თუმცა მისი ბრალი არ არის. ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანია ვისაც შეიძლება შეხვდეთ. ის არ არის მსგავსი ტიპის მოთამაშე, ვინც მოედანზე ასე თამაშობს.
თავის ზემოთ აწევაც ვერ შეძლო, გასახდელში ძალიან ბევრს ტიროდა“.
გომეშის ტრავმას სოციალურ ქსელში გამოემხაურა მისი თანაგუნდელი ჯენკ ტოსუნი:
Andre Gomes ankle snap ???? #EVETOT pic.twitter.com/LzWgRhfjav
— K I E R E N ! (@Kezzaa_B) November 3, 2019
„შინაგანად ყველანი ძალიან დათრგუნულები ვართ. მოიგებ, წააგებ, თუ ფრეს ითამაშებ არ აქვს მნიშვნელობდა, როდესაც ასეთი რამ ხდება.
ნეტა არ გამეტანა და ნეტა მატჩი 0:5 წაგვეგო, ოღონდაც ეს არ მომხდარიყო. ვიცი, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდები ძმაო და ჩვენ აქ დაგხვდებით.
ანდრე შოკში იყო, თვალები იმდენად ფართოდ ჰქონდა გახელილი. ის ტიროდა და ყვიროდა. მის გვერდით ვიდექი და უბრალოდ დალაპარაკებას ვცდილობდი, რომ ცოტათი დამშვიდებულიყო.
ჩვენ მისი არ გვესმოდა, რადგან ის იყო ერთადერთი, რომელმაც ეს საზარელი ტრავმა მიიღო“.