მსოფლიო თასის სატელიტი ტურნირი - სანდრო ბაზაძე ჩემპიონია!
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით ფარიკაობაში ვაჟთა შორის ქართველმა სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილის დაკავება შეძლო!
ქართველმა მოფარიკავემ ჯგუფურ ეტაპზე 6 შეხვედრიდან 5-ის მოგება შეძლო.
ბაზაძემ შემდეგი მეტოქეები დაამარცხა:
T16 - მუჰამედ ანასიზი (თურქეთი) 15-3
T 8 - სტეფანო ლუკეტი (არგენტინა) 15-7
1/2 - ენვერ ილდირიმი (თურქეთი) 15-11
ფინალი - ჯეიმს ჰონეიბონი (დიდი ბრიტანეთი) 15-8
აქვე გეტყვით, რომ ხვალ პლოვდივში ქალთა შორის შეჯიბრში მონაწილეობას ლიკა ჯიჯეიშვილი მიიღებს.
ფოტო - საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია