რივალდო:
Aa
Aa

რივალდო: "რეალში გადასვლა ნეიმარის მხრიდან ბარსას ღალატი არ იქნება"

კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რივალდომ ნეიმარის „რეალში“ გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ბრაზილიელი თვლის, რომ თუ „ნეი“ „სამეფო კლუბს“ აირჩევს, მას შესაძლოა მოღალატის იარლიყი მიაკერონ, რაც რეალობა ნამდვილად არ იქნება.

"მე არ ვთვლი, რომ კონტრაქტის რეალთან გაფორმება ნეიმარის მხრიდან ბარსას ღალატი იქნება“.

"ნეიმარმა ბარსელონა დატოვა და პსჟ-ში გადავიდა. ახლა კი შეუძლია ბლანკოსს შეუერთდეს. ეს იგივე ნამდვილად არაა, რაც ბარსელონადან რეალში გადასვლა“.

"ნეი პროფესიონალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ იქ გადასვლის შანსი, რომ მიიღოს, სადაც ადრე ბედნიერი იყო და ბევრ ფეხბურთელს იცნობს, სიამოვნებით დაბრუნდებოდა. თუმცა ყველაფერი ბარსელონაზეა დამოკიდებული“.

"პსჟ სარფიან შეთავაზებას თუ არ მიიღებს, ნეიმარს მხოლოდ იმიტომ არ შეელევა, რომ მას ბარსელონაში სურს დაბრუნება. ფრანგების გეგმებში ფულის დაკარგვა არ შედის და ორი აზრი არაა, რომ სარფიან წინადადებას ელოდებიან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები