მედლისთვის ბრძოლას ორი მოფარიკავე აგრძელებს
დღეს უნგრეთის დედაქალაქში, ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს დაშნასა და ხმალში საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა იასპარეზა.
მაია გუჩმაზოვამ ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.
ხმალში ჯგუფური ეტაპი სამივე ქართველმა გაიარა, ბექა ბაზაძემ და მიხეილ მარდალეიშვილმა ჯგუფში ნაჩვენები შედეგების მიხედვით პლეი-ოფის პირველი ეტაპი გამოტოვეს, ნიკა შენგელიას კი ორი შეხვედრის გამართვა მოუწია. საბოლოოდ ძირითადი ეტაპის საგზური მხოლოდ მიხეილ მარდალეიშვილმა მოიპოვა.
18 ივლისს, T64-ში მიხეილ მარდალეიშვილი - 26 წლის უნგრელ, FIE -ს რეიტინგში 21-ე პოზიციაზე მყოფ, მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონს, ანდრას სზატმარს საქართველოს დროით 12:45 დაუპირისპირდება. სანდრო ბაზაძე კი, რომელიც წინასწარი ეტაპიდან თავისუფალი იყო, 15 წუთით ადრე ჰონ კონგელ, 24 წლის მსოფლიო რეიტინგში 97-ე აარონ ჰოს შეხვდება.
17 ივლისს კი ხმალში ქალთა შორის თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი და დარია ანტონოვა გამოვლენ.
რაპირაში კაცთა შორის კი ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ.