Aa
Aa

"ჩელსი" "დერბისთან" მოლაპარაკებებს იწყებს

Daily Mail-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ლონდონის „ჩელსის“ წარმომადგენლები უახლოეს მომავალში „დერბის“ ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. „არისტოკრატები“ მაურიციო სარის შემცვლელს ეძებენ და უპირატესობას „პრაიდ პარკის“ ბინადრების თავკაცს, ფრენკ ლამპარდს ანიჭებენ.

ინგლისელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა განვლილ სეზონში თავის გამოჩენა მოახერხა და ჩემპიონშიფის პლეიოფში გავიდა, თუმცა „ასტონ ვილას“ ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით „ლურჯების“ მესვეურებს მიაჩნიათ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის ერთ-ერთი ლეგენდის დანიშვნას, გულშემატკივრები დადებითად შეხვდებიან და გადაავიწყდებათ ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც სარის „ჩელსის“ მიმართ ჰქონდათ.

„სუპერ ფრანკის“ დაბრუნებას მხარს ლონდონელთა აკადემიის მმართველებიც უჭერენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ლამპარდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.

„არისტოკრატები“ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. „დერბის“ სამომავლო გეგმებში ლამპარდის გაშვება არ შედის, თუმცა „პრაიდ პარკის“ ბინადრებმა შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალო. Telegraph-ის ცნობით „დერბის“ მესვეურები გამოსასყიდ თანხას ითხოვენ და "სუპერ ფრენკს" მხოლოდ 4 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები