21 საუკუნის 10 საუკეთესო შემტევი ტრიო

სიახლე 18.05.2019
A+ A- 16:09

ფეხბურთის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ იდეალურად შეთამაშებული წყვილები, თუ ტრიოები.

მცველების, ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების ტანდემები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს.

ამჯერად თქვენს ყურადღებას 21-ე საუკუნეში მოთამაშე საუკეთესო შემტევ ტრიოებზე შევაჩერებთ.

გთავაზობთ საუკეთესო ათეულს:

10 - პედრო, კოშტა და აზარი - ჩელსი

რა თქმა უნდა, აპლოდისმენტებს იმსახურებს ნგოლო კანტე, რომელმაც 2016-2017 წლების სეზონში „ჩელსის“ გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ანტონიო კონტეს გუნდის შემტევი ტრიო - აზარი, პედრო და კოშტა.

იტალიელი სპეციალისტის ხელში ედენ აზარმა თავისი საუკეთესო ფორმა დაიბრუნა, ხოლო პედრო ისე ათამაშა, როგორსაც მას „ბარსელონადან“ ვიცნობდით.

რაც შეეხება კოშტას, ის ისევ ის კოშტა იყო, რომელიც „ატლეტიკოში“ ასპარეზობისას გავიცანით.

აზარისა და პედროს სისწრაფე და ტექნიკურობა, კოშტასთან ერთად შეუჩერებელ ძალად იქცა და პრემიერლიგაში მათთან გამკლავება მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ.

 

9 - მერტენსი, ინსინიე და კალეხონი - ნაპოლი

„ნაპოლი“ 2016-2017 წლების სეზონში სერია A-ს ისტორიასი შევიდა. მაურისიო სარის გუნდმა ჩემპიონატში 94 გოლის გატანა შეძლო.

ნეაპოლელები ისტორიაში მხოლოდ 1959-1960 წლების ფორმაციის ტურინის „იუვენტუსს“ ჩამორჩნენ.

„პარტენოპეის“ შემტევმა ტრიომ დრის მერტენსმა, ლორენცო ინსინიემ და ხოსე კალეხონმა ჯამში 60 გოლის გატანა შეძლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა გუნდმა სანატრელი ჩემპიონობა მაინც ვერ მოიპოვა. „ნაპოლი“ სკუდეტოს უკვე 30 წელია ელოდება.

 

8 - ჰალკი, ფალკაო და ვარელა - პორტუ

2009-2011 წლებში „პორტუს“ შეტევაში შესანიშნავი ტრიო ჰყავდა - ჰალკი, ფალკაო და ვარელა მოედანზე ნამდვილ სპექტაკლებს დგამდნენ.

ერთად ყოფნის მეორე სეზონში ტრიომ წარმოუდგენელი სტატისტიკა დააფიქსირა და 86 გოლის გატანა შეძლო.

ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდმა ხსენებულ სეზონში ჰეთ-თრიკი შეასრულა - „პორტუმ“ ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და ევროპა ლიგა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ბოაშის დამოძღვრილმა გუნდმა ჩემპიონატის მოგება დაუმარცხებლად შეძლო.

 

7 - გიოტცე, ლევანდოვსკი და როისი - დორტმუნდი

იურგენ კლოპის „დორტმუნდი“ ნეიტრალური ქომაგებისთვისაც კი ძალიან მიმზიდველი გუნდი გახლდათ.

კლოპს შემადგენლობაში 3 ძალიან შეთამაშებული ფეხბურთელი ჰყავდა, რომლებზეც მთელი გუნდი იდგა. რა თქმა უნდა, საუბარი გიოტცე-ლევანდოვსკი-როისზე გვაქვს.

„დორტმუნდი“ ძალიან აგრესიულ და მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდა. მათ მაღალ ტემპში მოქმედება უყვარდათ.

ამ ფორმაციის „დორტმუნდის“ ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ იყო. გერმანელებმა 4:1 იმარჯვეს, ხოლო ლევანდოვსკიმ პოკერის შესრულება შეძლო.

შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე „ბაიერნმა“ თავისი მეტოქე მარტივ მამრავლებად დაშალა და გიოტცე-ლევანდოვსკი-ჰუმელსის ტრიო შეიძინა.

 

6 - ნეიმარი, მბაპე, კავანი - პსჟ

ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრიო. მათი ფასი ჯამში 400 მილიონი ევროა.

თუმცა, მხოლოდ ფული და ცნობილი გვარები მთავარი მიზნისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნეიმარის, მბაპესა და კავანის „პსჟ“ შარშან ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ უშანსოდ დამარცხდა. წელს კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გუნდმა მორიგი სამარცხვინო „ქამბექი“ იწვნია.

პარიზელები ლიგა 1-ს მარტივად იგებენ, თუმცა გუნდს ევროსარბიელზე „ლუზერის“ მენტალიტეტი აქვს ჩამოყალიბებული.

 

5 - რონალდუ, რუნი, ტევესი - მანჩესტერ იუნაიტედი

2007-2009 წლებში „წითელ ეშმაკებს“ მრისხანე და ეფექტური თავდასხმის ხაზი ჰყავდათ.

რონალდუ, რუნი და ტევესი სერ ალექს ფერგიუსონის ხელში ნამდვილ მანქანად იქცა.

დიახ, მათ არ მიუღწევიათ „იუნაიტედის“ ლეგენდარული ტრიოს დენის ლოუ, ჯორჯ ბესტი, ბობი ჩარლტონის დონემდე, მაგრამ გუნდის ისტორიაში თავიანთი სიტყვა მაინც თქვეს.

თითოეული მათგანი ძალიან სწრაფი, აგრესიული და მომაკვდინებელი იყო.

2008 წელს „იუნაიტედმა“ თავის ტრიოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო და მომდევნო სეზონში კვლავ ფინალამდე მიაღწია, თუმცა „ბარსელონასთან“ დამარცხდნენ (0:2)

რონალდუს ანგარიშზე სეზონის ბოლოს 26 გოლი იყო, რუნის მონაგარი 20 გოლი გახლდათ, ხოლო ტევესმა და ბერბატოვმა ჯამში 29-ჯერ გაიტანეს.

 

4 - ანრი, ეტოო, მესი - ბარსელონა

2007-2009 წლებში „ბარსას“ თავდასხმაში საოცნებო ტრიო ჰყავდა.

კატალონიელთა შეტევებს ტიერი ანრი, სამუელ ეტოო და ლეო მესი აგვირგვინებდნენ.

პეპ გუარდიოლას ხელში ხსენებულმა სამეულმა საოცარი ფეხბურთის თამაში დაიწყო. მათ შეჩერებას ესპანეთში ვერავინ ახერხებდა. შემდეგ კი კატალონიელები ქვეყნის საზღვრებსაც გასცდნენ და 2008-2009 წლების სეზონში მთელი ევროპა დაიპყრეს.

პეპის გუნდმა შესაძლებელი 6 ტურნირიდან ყველა მოიგო და ისტორიაში ჯერ არნახული შედეგი დააფიქსირა.

ლა ლიგაში „ბარსა“ თავის პრინციპულ მეტოქეებს დაუნდობლად გაუსწორდა. „ბლაუგრანამ“ „რეალს“ სტუმრად 6:2 სძლია, „ატლეტიკოს“ შინ 5:0, ასევე, „კამპ ნოუზე“ „სევილიას“ 4:0.

მთავარი მატჩი მაინც რომის ფინალი იყო, სადაც კატალონიელებმა სერ ალექს ფერგიუსონის უძლეველ „მანჩესტერს“ 2:0 მოუგეს და სეზონი ტრიუმფით დაასრულეს.

  

3 - რონალდუ, ბენზემა, ბეილი - მადრიდის რეალი

2013 წლის სეზონიდან 2019 წლამდე „რეალის“ შეტევაში BBC, ანუ ბენზემა, ბეილი, რონალდუს ტრიო თამაშობდა.

„სამეფო კლუბმა“ მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სამჯერ შეძლო, ხოლო 1-ჯერ ლა ლიგასაც დაეუფლნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, შემტევ ტრიოს მაინც ბევრი კრიტიკა უწევდა.

გარეთ ბეილი ქრონიკულად ტრავმიანობს და სეზონის პრაქტიკულად ნახევარს აცდენს. ბენზემას, ქომაგები თავისი გამოუყენებელი მომენტების გამო აკრიტიკებენ.

კრიტიკა რონალდუსაც კი შეეხო. როდესაც პორტუგალიელი ფეხბურთელი ფორმიდან ვარდებოდა, მას პრესა და გულშემატკივარი ამას არ პატიობდა.

BBC-ის ტრიო უკვე დაიშალა. რონალდუმ მადრიდი დატოვა. მალე ბეილიც წავა და დარჩება მხოლოდ ბენზემა, რომელიც ახალი სეზონიდან შესაძლოა სათადარიგო ფორვარდი გახდეს. „რეალმა“ უნიჭიერესი სერბი ლუკა იოვიჩი შეიძინა.

 

2 - რივალდო, რონალდო და რონალდინიო - ბრაზილიის ნაკრები

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუიშ ფელიპე სკოლარის საოცარი ნაკრები ჰყავდა.

ტრიო R-ი მოედანზე საოცრებებს ახდენდა.

ბრაზილიამ მუნდიალი ტრიუმფით დაასრულა. მათი ბურთების ბალანსი 18-4-თან იყო.

რონალდინიო, რონალდო, რივალდოს ტრიოდან ერთ-ერთს გოლი ყოველ შეხვედრაში გაჰქონდა.

ფეხბურთის ისტორიაში ხსენებული ტრიო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მომაკვიდნებელი იყო. მათი თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნება გახლდათ.

 

1 - მესი, სუარესი და ნეიმარი - ბარსელონა

სამი მოთამაშე, სამი სეზონი და შვიდი მნიშვნელოვანი ტიტული.

ხსენებულ 3 სეზონში „ბარსამ“ 364 გოლი გაიტანა, აქედან 173 ბურთი MSN-ის ანგარიშზეა.

ფეხბურთს მსგავსი არასდროს არაფერი უნახავს. მესის, სუარესისა და ნეიმარის კომბინაციები და გოლები უბრალოდ წარმოუდგენელი სილამაზის იყო.

საეჭვოა, რომ გულშემატკივარმა უახლოეს მომავალში ამ დონის შესრულება კიდევ იხილოს.

სუპერადამიანი ლეო მესი მარჯვენა ფლანგიდან მოქმედებდა, საჯარიმოს სიღრმიდან დაუღალავი და აგრესიული ლუის სუარესი თამაშობდა, ხოლო მარცხენა ფლანგზე ახალგაზრდა და ენთუზიაზმით აღსავსე ნეიმარი ირჯებოდა.

სამხრეთ ამერიკული ტრიო მოედანზე ნამდვილ შოუს დგამდა. მათი ურთიერთგაგება ქომაგების აღტაცებას იწვევდა. ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ და ისეთი რამის მოფიქრება შეეძლოთ, რომელიც მეტოქე გუნდის მცველებისთვის ბოლომდე ამოუხსნელად რჩებოდა. ხოლო, როდესაც სურათი ხილული და მკაფიო ხდებოდა MSN-ს გოლი უკვე გატანილი ჰქონდა.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

2011 წელს მადრიდის „ატლეტიკო“ თავიდან დაიბადა - გუნდი სრულად გარდაიქმნა. საშუალოზე მაღალი დონის, გახსნილი ფეხბურთის მოთამაშე და სუსტი დაცვ...

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიფა-ს რეიტინგში მე-13 ადგილოსან დანიას უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად არ დამარცხ...

ფილიპ კოკუ „პსვ“-ს ყოფილ დამრიგებელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თავდაპირველად იგი ჰოლანდიური გრა...

სერია A-ს წლევანდელ სეზონში ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი „ნაპოლია“ და შაბათს გამართულ შეხვედრას საფეხბურთო სამყარო ...

„თუ მეტყვი, რომ შენ გიყვარს ფეხბურთი, და შენ არ გიყვარს „ბარსელონა“, ესეიგი შენ პრობლემა გაქვს“. ეს სიტყვები ტიერი ანრის ეკუთვ...

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უმთავრესი მოვლენაა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი და ათასობით ფეხბურთელი, თუ მწვრთნელი მოუთმენლად ელის. მუნდიალების ...

ფეხბურთელებს ეგრეთწოდებული „დაივების“ შესრულება ახასიათებთ ხოლმე, რაც ქომაგების მხრიდან მოწონებას ნამდვილად არ იმსახურებს. არსებობენ ამ სა...

არგენტინის ნაკრებმა მორიგი უსახური ტურნირი ჩაატარა და გუნდის შთაბეჭდილება კვლავ ვერ დატოვა. „ალბისელესტეს“ ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებულ...

ბობ კრავიცი The Athletic-ის ჟურნალისტია, რომელიც სპორტს 36 წელია აშუქებს. კრავიცს რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული და Sports Illustrated-ში, Indianapol...

სტუმართა ტრიბუნის სექციაში ერთის გარდა ყველა სკამი თავისუფალია... იმ ერთ სკამთან ერთგულება, ენთუზიაზმი, პატრიოტიზმი და უანგარო სიყვარული დგას! დგას და...

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, AS-მა ფილიპე კოუტინიოს შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზილიელთან მიმართებით „ბარსელონას&ldquo...

თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ''ზანქტ. პაულის'' თურქი ფეხბურთელი ჯენკ შაჰინი კლუბიდან გაუშვეს, რადგან სპორტსმენმა თურქეთის მიერ სირიაში მიმდინარე საომარ...

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, კაზემირო დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია. 27 წლის ბრაზილიელი დიდი ხანია უმაღლეს დონეზ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მატ...

უკრაინის ნაკრები რიგით მე-5 გუნდია, რომელმაც მომავალ წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა პორტუგალია...

გუშინ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. გარეტ საუთგეიტის კოლექტივმა ბრწყინვ...

კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში მე-700 გოლი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მეტოქის კარი პე...

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რობერტო მანჩინისთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ხელშეკრულების თანახმად, "სკუადრა აძურას" დამრი...

საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული ისტორიაში პირველად ქალთა ფეხბურთის გუნდი "ლანჩხუთი" გახდა. ჩემპიონებს კუთვნილი თასი და მედლები ...

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ ...

თანამედროვე ფეხბურთის ვარსკლავები ხელფასის სახით უზარმაზარ თანხებს იღებენ, რომლებსაც უძრავი და მოძრავი ქონების შესაძენად ხარჯავენ. საბედნიეროდ მათთვის...

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი ომარაშვილმა (ორჯერ) და ზურაბ ერაძემ ...

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა უელსსა და ხორვატიას შორის (1:1), მადრიდის „რეალისთვის“ სავალალოდ დასრულდა. მატჩის მსვლე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Le10sport იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზამთარში კრისტიან ერიქსენის გადაბირებას შეეცდება. "ბებერი ქალბატონი" მიზნი...

რეკომენდებული სიახლეები
ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით დაასრულეს. აქედან 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო იყო. მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც თბილ...
14.10.2019
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...
14.10.2019
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ ...
14.10.2019
Crystalsport.ge  აგრძელებს გადაცემას , სადაც წარმატებული  სპორტსმენები დამწყებ  სპორტსმენებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. გადაცემის ...
14.10.2019
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩი...
14.10.2019
თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...
15.10.2019
ანტუან გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, თავის სტილში მაღალ დონეზე მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ეს იყო „ბეტისის“ წინააღმდეგ...
14.10.2019
"ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილმა გოლკიპერმა, პეტერ ჩეხმა "გილფორდ ფენიქსის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ 37 წლის მეკარემ რა...
14.10.2019
ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ "ბარსელონა" დიდი ხანია ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. "ბლაუგრანა" ლუის სუარესის ღირსეული შემცვლელის პოვნაზეა ორიენტირ...
14.10.2019
„ინდიანა პეისერსმა“ პრესეზონის სამი შეხვედრა 2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომრის, გოგა ბითაძეს გარეშე ჩაატარა, თუმცა „მინესოტასთან&l...
15.10.2019
ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...
15.10.2019
უკანასკნელი სიახლეები