თავით ეფექტური გოლი გაიტანა | კვერკველიას მე-4 გოლი სეზონში
ყირგიზეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ტოკტოგული ყირგიზაღთინთან 0:1 მარცხდებოდა, თუმცა 83-ე წუთზე ტოკტოგულის ქართველმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 34 წლის გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ყირგიზულ კლუბში სადებიუტო სეზონს ატარებს, 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანია.