კაპანაძის საგოლე პასი, გაგუას გოლი | დუნაისკა სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონია
სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის ბოლო მატჩში დუნაისკა სტრედამ უშუალო კონკურენტი ტრნავა 3:0 დაამარცხა. პირველი გოლისას ცოტნე კაპანაძემ საგოლე პასი შეასრულა, მეორე გოლი გიორგი გაგუამ შეაგდო. ამ გამარჯვებით დუნაისკა სტრედა მეორე ადგილზე გავიდა, ტრნავას 2 ქულით გაასწრო. დღევანდელ შეხვედრაში ტრნავას ქართველ ფეხბურთელებს, გიორგი მოისწრაფიშვილსა და ლუკა ხორხელს არ უთამაშიათ.