იტვირთება...

ნიუკასლი - ყარაბაღი 3:2

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში ნიუკასლმა შინ ყარაბაღი 3:2 დაამარცხა. კაჭკაჭებმა პირველი ტაიმი ტონალისა და ჟოელინტონის გოლებით 2:0 მოიგეს. 51-ე წუთზე დურანმა სხვაობა შეამცირა, 52-ე წუთზე ბოტმანმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. 57-ე წუთზე ელვინ ჯაფარყულიევმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ორი მატჩის ჯამში ნიუკასლმა 9:3 გაიმარჯვა და აზერბაიჯანული კლუბი ტურნირიდან გამოთიშა.