თავით ეფექტური გოლი გაიტანა | ვოლკოვის გოლი ზედიზედ მე-3 მატჩში
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-20 ტურში ზირას ქართველმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა ქარვანთან მატჩში ანგარიში გახსნა. მისი გოლისას სტადიონზე „წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა' ჩართეს. 30 წლის ფეხბურთელმა გოლი ჩემპიონატის ზედიზედ მესამე მატჩში შეაგდო. ზირას გოლით საბაჰთან და სუმგაითთან შეხვედრებშიც დაეხმარა.