როლან გაროსის ფინალი | იანიკ სინერი - კარლოს ალკარასი
როლან გაროსის წლევანდელი გათამაშების ფინალში, მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნების დაპირისპირება ვიხილეთ. იანიკ სინერი კარლოს ალკარასს შეხვდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვიხილეთ, რომელიც „კარლიტოსმა“ მოიგო - 4:6, 6:7(4), 6:4, 7:6(3), 7:6(10-2).