ტორინო - ნაპოლი 0:1 1 დეკემბერი 2024 | 21:42 სერია A-ს მე-14 ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი საგოლე გადაცემა შეასრულა.