კიტეიშვილის მორიგი გოლი - იაქტიურა, პენალტი მოიპოვა და გაიტანა 28 სექტემბერი 2024 | 20:40 ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში ლინცი-შტურმის მატჩში 1:1 იყო, ცვლილებაზე ოთარ კიტეიშვილი გამოვიდა და შტურმი დააწინაურა. ამ სეზონში ბუნდესლიგის მე-8 შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა.