გეიბლ სტივსონი
Aa
Aa

ბრწყინვალე დებიუტი | გეიბლ სტივსონის გამარჯვება პირველ რაუნდში

გეიბლ სტივსონმა UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლა ჩაატარა. ამერიკელი მებრძოლი, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანია და ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, ელიშა ელისონს დაუპირისპირდა. სტივსონს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა და პირველ რაუნდში მოიგო.

გეიბლმა შესანიშნავად იჩხუბა და აჩვენა, რომ სტრაიკინგიც მაღალ დონეზე აქვს. ბრძოლა დგომში წარიმართა და სტივსონმა, რომელსაც ჯონ ჯონსი წვრთნის, პირველი რაუნდის დასრულებამდე 2 წუთითა და 29 წამით ადრე, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

„UFC-ის ოქტაგონში ყოფნა სასიამოვნო შეგრძნებაა. ეს დიდი სცენაა და ბევრი მაგარი ადამიანი გიყურებს. აქ ჩხუბი დიდი პატივია და ეს არის შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა. დრო გვიჩვენებს, რა მოხდება. შესანიშნავი სპორტსმენი და კარგი ადამიანი ვარ. შემიძლია, ოქტაგონში განსაკუთრებული რაღაცები გავაკეთო,“ — განაცხადა სტივსონმა ჩხუბის შემდეგ.

ცნობისთვის, 26 წლის ამერიკელმა კარიერაში მეოთხე ორთაბრძოლა მოიგო. მან ოთხივეჯერ პირველ რაუნდში გაიმარჯვა და სამჯერ ტექნიკური ნოკაუტით, ერთხელ ნოკაუტით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გულწრფელად გიხდით ბოდიშს“ - RAF-ის პრეზიდენტი რუკის არასწორად ჩვენებაზე
„გულწრფელად გიხდით ბოდიშს“ - RAF-ის პრეზიდენტი რუკის არასწორად ჩვენებაზე