გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

6 ბურთით ვიგებდით, თუმცა... | ხელბურთელების დასანანი მარცხი ხორვატიასთან

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 32:29.

მატჩის დასაწყისში საქართველოს ნაკრები დომინირებდა და მეტოქეს 6 ბურთითაც კი ამარცხებდა, თუმცა პირველი ტაიმი საბოლოოდ ხორვატიის სასარგებლოდ, 15:14 დასრულდა. მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა კვლავ მოახერხა წინ გასვლა, მაგრამ მოგვიანებით უპირატესობა დათმო. შეხვედრის 55-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეკარემ პენალტი მოიგერია, რითაც ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი გაჩნდა, თუმცა მომენტის რეალიზება ვერ მოხერხდა. მატჩის დასკვნით წუთებში ხორვატებმა გამოცდილების ხარჯზე გვაჯობეს და რთულ ბრძოლაში გაიმარჯვეს.

ტიტე კალანდაძის გუნდში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომლის ანგარიშზეც 7 გოლია. მას 6 გატანილი ბურთით გიორგი დიხამინჯია მოჰყვება.

საქართველოს ნაკრებისთვის გოლები შემდეგმა მოთამაშეებმა გაიტანეს: გიორგი დიხამინჯია (6 გოლი), გიორგი ცხოვრებაძე (7 გოლი), ხაზეინ რუსტამოვი (5 გოლი), ნიკოლოზ კალანდაძე (5 გოლი), მირიანი გავაშელიშვილი (4 გოლი), ირაკლი კბილაშვილი (2 გოლი).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს საკმაოდ ძლიერი და ტიტულოვანი მეტოქე ჰყავდა. ხორვატიის ნაკრები მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის გამარჯვებულია.

ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ტურებში საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ შვედეთს (19 იანვარი) და ნიდერლანდებს (21 იანვარი) დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს; ჩვენი დებიუტი კონტინენტის პირველობაზე 2024 წელს შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლიტიკიდან სპორტში დაბრუნდა | ხინჩეგაშვილმა ამერიკულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა
პოლიტიკიდან სპორტში დაბრუნდა | ხინჩეგაშვილმა ამერიკულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა