გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ატლეტიკოს ინტერესი და ვალენსიას გეგმები | ღამურებმა პოზიცია შეცვალეს?

გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მისით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. დღეს, „მამარდას“ მომავალზე ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და ქართველ მეკარეზე AS-მა და ცნობილმა ჟურნალისტმა, ალექს სილვესტრემ ისაუბრეს.

სილვესტრემ მამარდაშვილი „ატლეტიკოს“ დაუკავშირა, მაგრამ აღნიშნა, რომ „როხიბლანკო“ ტრანსფერზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში იფიქრებს. „თუ იან ობლაკმა გუნდი დატოვა, მამარდაშვილი მისი შეცვლის მთავარი ფავორიტია“, - აღნიშნა სილვესტრემ.

AS-ს რაც შეეხება, ესპანური გამოცემა აცხადებს, რომ „ვალენსიას“ მფლობელი, პიტერ ლიმი და მისი შვილი, კიატ ლიმი რამდენიმე კვირის წინ სინგაპურში ლაიჰუნ ჩანს (ვალენსიას პრეზიდენტი), ხავიერ სოლისს (ვალენსიას კორპორაციული დირექტორი) და ინმა იბანიესს (ვალენსიას დირექტორი) შეხვდნენ. ლიმმა კლუბის მმართველებს შეატყობინა, რომ ფინანსური ანგარიშის დასაბალანსებლად ტრანსფერებიდან 20 მილიონი ევროს მიღებაა საჭირო და კლუბს ამისთვის დრო 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს.

AS-ის მიხედვით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „ღამურებმა“ გადაწყვეტილება შეცვალეს და გუნდის ლიდერების (მამარდაშვილი, მოსკერა, პეპელუ, გაია, ჰუგო დურო და სხვები) შენარჩუნებას აპირებენ. თუ ეს არ გამოუვიდათ, მათ სურთ, ფეხბურთელთა მსურველ კლუბებთან გამართული მოლაპარაკებებისას ბერკეტები ჰქონდეთ და ძლიერი პოზიცია დაიკავონ. ესპანური გამოცემის ცნობით, რამდენიმე ფეხბურთელთან მიმართებით, პიტერ ლიმმა წინასწარ განსაზღვრა თანხა, რომელიც „ჩემ“ მათ სანაცვლოდ უნდა მიიღოს.

„ვალენსია“ აპირებს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება, სწრაფად გაყიდოს რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც გუნდის ბირთვის წევრები არ არიან. როგორც ჩანს, „ღამურების“ მფლობელებს რუბენ ბარახას სპორტული პროექტის ეიმედებათ და მზად არიან, მას დიდი ნდობა გამოუცხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრძოლა ძალიან მინდა, მაგრამ ერთი პრობლემაა...“ - ომალი მერაბთან ჩხუბზე
„ბრძოლა ძალიან მინდა, მაგრამ ერთი პრობლემაა...“ - ომალი მერაბთან ჩხუბზე