ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვინჩენცო დ\'ანჯელო
Aa
Aa

არ შეიძლება კვარას და ნათანს ერთნაირი ანაზღაურება ჰქონდეს - მედიის კრიტიკა დე ლაურენტისს

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „ემპოლისთან“ (0-1) წაგების შემდეგ, „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსები კიდევ უფრო შეიმცირა, რის გამოც ფეხბურთელებზე მეტად, ჟურნალისტები მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონასა და პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს აკრიტიკებენ. ერთ-ერთი გამოცემის წარმომადგენელმა ვინჩენცო დ’ანჯელომ კი „პარტენოპეის“ ხელმძღვანელზე საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

რა თქვეს კვარაზე

შარშან „ნაპოლი“ ნამდვილი მანქანა იყო, რომელიც კი არ დადიოდა, დაფრინავდა. წელს კი ფეხბურთელებს სახეზე ემჩნევათ, რომ ყველას სურს სეზონი მალე დასრულდეს. რა იწვევს ასეთ დეგრადაციას? პირველ რიგში მმართველობითი რგოლის არასწორი და არაპროპორციული მუშაობა. დღემდე ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია, შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ნათანი ერთნაირ ხელფასს იღებდნენ? არ შეიძლება ასეთი უსამართლობა თამაშზე უარყოფით გავლენას არ ახდენდეს.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, კვარაცხელია „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა. თუმცა, სისტემატურად ვრცელდება ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც მაისში მასთან ახალი კონტრაქტი გაფორმდება და ხელფასი საგრძნობლად გაეზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდს ლობოტკასა და კვარას გარშემო ააშენებენ“ | Napoli Magazine-ის დირექტორი
„გუნდს ლობოტკასა და კვარას გარშემო ააშენებენ“ | Napoli Magazine-ის დირექტორი