მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

„სირცხვილია“ | რა თქვა ტერ შტეგენმა იამალის მომენტზე

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა. „რეალმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და „ელ კლასიკო“ დრამატულ ბრძოლაში მოიგო. მადრიდელებმა გადამწყვეტი გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანეს და მისი ავტორი ჯუდ ბელინგემი გახლდათ - 3:2.

მატჩის 27-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ლამინ იამალმა „რეალის“ კარისკენ დაარტყა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ შეხვედრის არბიტრი სხვა აზრზე აღმოჩნდა. ამ საკამათო ეპიზოდთან დაკავშირებით, მატჩის შემდეგ „ბლაუგრანას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ისაუბრა და ლა ლიგა გააკრიტიკა.

„ეს სირცხვილია. რატომ არ გვაქვს კარის ხაზის ტექნოლოგია? ამ ინდუსტრიაში ყველაფრისთვისაა ფული, მაგრამ როგორც ჩანს, უმთავრესი რაცაა, იმისთვის ფული არაა. უბრალოდ სირცხვილია“.

შეგახსენებთ, რომ იამალის მომენტზე „ბარსელონას“ თავკაცმა, ჩავი ერნანდესმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და ეს აშკარა იყო. ესპანელი სპეციალისტის კომენტარი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი განრისხებული იყო | რა მოხდა ემპოლისთან მატჩის შესვენებაზე
დე ლაურენტისი განრისხებული იყო | რა მოხდა ემპოლისთან მატჩის შესვენებაზე