ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

ლიგა 1-ისა და პრემიერ ლიგის კლუბები | 100 მილიონი კვარას სანაცვლოდ

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ეკრემ კონურმა ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა. კონურის მიხედვით, „კვარა“ ევროპული ფეხბურთის გრანდების რადარებზე რჩება და არის ალბათობა, „პარტენოპეიმ“ ზაფხულში სერიოზული წინადადება მიიღოს.

„ლიგა 1-ისა და პრემიერ ლიგის კლუბები ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებას განაგრძობენ და შესაძლოა, ზაფხულში, ნაპოლიმ ქართველი ფეხბურთელის თაობაზე 100 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება მიიღოს“, - წერს კონური.

საინტერესოა, რომ La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტისთვის, აურელიო დე ლაურენტისისთვის ხელშეუხებელი აღარავინაა. „პარტენოპეის“ პირველი პირი მზადაა, გუნდის ლიდერებიც გაყიდოს და როგორც იტალიური გაზეთი წერს, გამონაკლისი არც ქართველი გარემარბია. დე ლაურენტისს არ სურს, ვიქტორ ოსიმენის შემთხვევა განმეორდეს და არავის ტრანსფერს არ დაბლოკავს.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ემპოლისთან 0:1 დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელია კი ფრანჩესკო კალცონამ 72-ე წუთზე შეცვალა. „პარტენოპეის“ 49 ქულა აქვს და მეხუთეადგილოსან „რომას“, რომელსაც ორით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, 6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლების გატანით ბედნიერი ვარ, მაგრამ...“ - მიქაუტაძე ლე ავრისთან მატჩზე
„გოლების გატანით ბედნიერი ვარ, მაგრამ...“ - მიქაუტაძე ლე ავრისთან მატჩზე